პოლიტიკა
სერგეი შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ნდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის - გია ვოლსკი

     საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არასოდეს შევიცვლით, - ასეთ კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის სერგეი შამბას განცხადებაზე.

მათ მიაჩნიათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება და ქართველები მტრები არ არიან. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარია, ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის ლულის სამიზნეებიდან არ უყურონ. საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ამაში განსხვავებები არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, განწყობა და ნდობის აღდგენა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში იკვეთება.

ვფიქრობ, საბოლოოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დავუბრუნდებით და კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ აღვადგენთ. ამისთვის ნაბიჯებს ვდგამთ. კანონთა საინტერესო პაკეტია მომზადებული და ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ საკითხს ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოლაპარაკების გარეშე არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტა, მაგრამ ამაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია.

დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ფიქრობთ, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმოძრავებთ და ნდობის აღდგენის ფაქტორი იქნება მთავარი თემა, რომელიც საბოლოოდ მთავარი სტრატეგიული მიზნებისკენ გაგვიძღვება. ეს არის შამბას განცხადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორინდობის აღდგენა, მტრები არ ვართ და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აფხაზეთის ყოფილმა .. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გამოცემაეხო სკვისთანინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრებად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.