პოლიტიკა
საქინფორმი: ვის მხარეს აღმოჩნდა საქართველო რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ის ეკონომიკური სანქციების პირობებში?

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი დოლარის და ევროს მიმართ გაუფასურებას განაგრძობს. ლარის კურსი პირდაპირ დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთისა და თურქეთის ეროვნული ვალუტების - რუბლის და ლირის კურსზე, რომლებმაც ისტორიული მინიმუმი დაამყარეს, გაუფასურდნენ რა აშშ-ის და ევროპის ვალუტის მიმართ. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან პროდუქციის - კვების პროდუქტების, სამშენებლო მასალის და სხვ. - მთავარი იმპორტიორი საქართველოსთვის თურქეთია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო - ქართული პროდუქციის, როგორიცაა ღვინო, კონიაკი, მინერალური წყლები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი. იმის მიუხედავად, რომ საქართველომ, სადაც გუშინ ნატოს სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დამთავრდა, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შავი ზღვის რეგიონის ზემოხსენებულ ქვეყნებზე დამოკიდებულება განმსაზღვრელი აღმოჩნდა მისი ეკონომიკისთვის, რომლის სტრატეგიული დარგები, ისევე, როგორც ლომის წილი ბიზნესსექტორში, არა ამერიკული და ევროპული, არამედ რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფო და კერძო კომპანიების მიერ იმართება (ენერგეტიკა, მოპოვება-გადამუშავება და ა.შ.).

თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია, სადაც ასევე რუსეთი ლიდერობს წელიწადში მილიონ-ნახევარი ტურისტით, თურქეთი ყოველთვის აღიარებული იყო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რასაც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ სამიტებზე ადასტურებდნენ. თუმცა, შედეგად, ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველო, რომელიც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობით არის დაკავშირებული, ნატოს წევრი თურქეთის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული ეკონომიკური სანქციებით ამ ქვეყნების თანაბრად დაზარალდა, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკური ევროატლანტიკური პრიორიტეტები, როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური უსაფრთხოების ავტომატური გარანტია არ გახლავთ.