საზოგადოება
შსს-მ ქურდული სამყაროს მხარდაჭერისა და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისდაკანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს, ხოლოკანონიერი ქურდობისბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია.

ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში ..-, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა ..-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფკანონიერ ქურდთენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით გადაეწყვიტა. თავის მხრივ, ..- ქურდული გარჩევის გზით დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართა თურქეთში მყოფკანონიერ ქურდსდა ამგვარად შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას.

აღნიშნულ ქურდულ გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო . ., რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდაქურდული სამყაროსსაქმიანობის განხორციელებას. კანონიერმა ქურდმათენგიზ ხოფერიამ ..-სა და ..- შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა ..- სასარგებლოდ გადაწყვიტა. . .- მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართაკანონიერ ქურდთენგიზ ხოფერიას. მან კრიმინალურ ავტორიტეტს ძმებს. და . .-ებს და . .- შორის არსებული ფინანსური დავისქურდული გარჩევისგზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავაქურდული გარჩევისგზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, . .- მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ კანონიერ ქურდთენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა ..-, რომელიც აქტიურად მონაწილეობდაქურდული სამყაროსმიზნების განხორციელებაში. მიმდინარე წლის ივნისში . .-ქურდული გარჩევისგზით ქონებრივი დავის მოსაგვარებლადკანონიერ ქურდთენგიზ ხოფერიას დააკავშირა . ., რომელმაც . .- ქმედება შეაფასა და ქურდული გარჩევის გზით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. . . „კანონიერი ქურდისმიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა . .-, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინაკანონიერი ქურდისმიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ბორცვაძის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223 პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, კანონიერ ქურდობასადაქურდული სამყაროს წევრობასთანერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდაქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერადაქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.