სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული.

როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.