პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელშიც საქართველო აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად არის მიჩნეული

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია, როგორც აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორი.

უწყების ცნობით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE). ქვეთავში აღნიშნულია, რომ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროპაში აშშ- მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ- ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და ის ჩრდილო-ატლანტიკური შეთანხმებით ნაკისრი ურყევი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, და რაც თავის მხრივ, რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

ამასთანავე, კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“,
– აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დაფიქსირებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა, დაფიქსირებულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

კანონის #1248 ქვეთავი, ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება... აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატოს ძალებთან თავსებადობას.

კანონში დაფიქსირებულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა.

საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობას აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


აშშ-ის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტების შეჩერებას ითვალისწინებს

აშშ-ის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობას ზღუდავს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელსაც დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს მოაწერა ხელი, „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების შეჩერებას ითვალისწინებს.

ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ნატოს ქვეყნებსა და ვარშავის შეთანხმების ყოფილ წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმდა და 2002 წლიდან ამოქმედდა. „ღია ცის“ შეთანხმება ხელმომწერ სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიების თავზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელონ, რათა შეამცირონ გაუგებრობა და ხელი შეუწყონ შეიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულებას.

როგორც აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შეს
ხებ კანონში არის აღნიშნული, ვინაიდან რუსეთი არღვევს „ღია ცის“ შეთანხმების პირობებს, იკრძალება აღნიშნული შეთანხმების უზრუნველსაყოფად ფინანსური სახსრების გამოყოფა, ვიდრე რუსეთი არ წარადგენს მტკიცებულებებს შეთანხმების ყველა პირობის შესრულების შესახებ.

როგორც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტშია აღნიშნული, აშშ ითხოვს, რომ მოსკოვმა მისცეს საშუალება „ღია ცის“ შეთანხმების მონაწილე ქვეყნების დამკვირვებლებს, შეზღუდვის გარეშე განახორციელონ ფრენა მოსკოვის, ჩეჩნეთის, კალინინგრადის თავზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზეც არის ლაპარაკი.