პოლიტიკა
თბილისში რუსეთის ინტერესების სექციასთან არსებული ატმოსფერო მკვეთრ კონტრასტშია მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის ირგვლივ არსებულ მშვიდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროსთან - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სტატს-მდივან .. კარასინის შეხვედრის შესახებ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან . როსიესთანშეტყობინება მედიისთვის

13 აგვისტოს შედგა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სტატს-მდივან .. კარასინის შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან . როსიესთან.

.. კარასინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ ბოლო ხანებში გაუარესებულ ვითარებაზე, რაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების მოქმედების შედეგია, რომლებიც ხელს ითბობენ საქართველოს მოქალაქეებს შორის რუსეთის ვიზების დიდ მოთხოვნაზე.

ატმოსფერო თბილისში არსებული რუსეთის უცხოური დაწესებულების ირგვლივ მკვეთრ კონტრასტშია მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის ირგვლივ არსებულ მშვიდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროსთან.

შვეიცარიის მხარემ პირობა დადო, რომ ზომებს მიიღებს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში წესრიგი დაამყაროს.

მოხდა აგრეთვე აზრთა გაცვლა რუსეთის ფედერაციის და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირების და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითდი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით შვიცარიული კომპანია SGS-ის მონაწილეობით.

განხილული იქნა, აგრეთვე, ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა საკითხებიც.