დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება
სამართალი
დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. შეწყალების კომისიის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც კომისია პენიტენციური დაწესებულებიდან თავად მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციას მიიღებს. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.

დღეს შემოვიდა განცხადება დეკანოზის შეწყალების თაობაზე, რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა. განცხადება ელექტრონულად აიტვირთება და შემდეგ, რამდენიმე დღეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპატიმრო დაწესებულებაში მოთხოვნა გაიგზავნება, სადაც უშუალოდ მსჯავრდებულმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალების მოთხოვნას. შეწყალების პროცედურის დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია თავად მსჯავრდებულის თანხმობა. როცა ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის, საკითხი უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად“, – განმარტა ზვიად ქორიძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.