სალომე ზურაბიშვილი - როცა დახმარების იმედი არ გაქვს, პროვოკაციაზე აყოლა და შენს მოსახლეობაზე მასობრივი დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია - უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან...
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - როცა დახმარების იმედი არ გაქვს, პროვოკაციაზე აყოლა და შენს მოსახლეობაზე მასობრივი დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია - უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან...

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არა გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენ მხარეს არ არის, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასობრივი დაბომბვის დაწყება, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია – უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: თუ თქვენ გინდათ იმის კვალიფიკაცია, რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას. როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირესგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არა გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზით იმოქმედო, როცა შენ იცი, რომ საზღვარზე მიმდინარეობს ივლისიდან წვრთნები და იქ ასეული ჯავშანტექნიკაა, ათასობით ჯარისკაცი რუსული მხრიდან დგანან და რაღაცას ელოდებიან, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასობრივი დაბომბვის დაწყება, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვიაუგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან. ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ცდილობდნენ, რომ პასუხი გაეცეს, რადგან ჩვენ თუ არ გავეცით პასუხი ამ კითხვაზე, მომავალში ჯერ კიდევ შეგვიძლია აღმოვჩნდეთ სასტიკ სიტუაციაში, რადგან უცვლელია ჩვენი მტერი, უცვლელია საუკუნე, თუ აღარ ჩავთვლით რუსეთის იმპერიის წინა ქმედებებს და ეს ვიცით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, აგრესორი და ოკუპანტი უნდა დაიძლიოს არა სამხედრო ძალით, არამედ ჭკუით.

ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს აგრესორი, ოკუპანტი და იმპერიალისტი, უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არა გვაქვს, ანუ სამხედრო ძალით, უნდა დავძლიოთ ჭკუით, გაერთიანებით, ერთად დგომით და ეს სიძულვილი, რაც არის ქვეყანაში, რაც ჩემზეც წამოვიდა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის და ჩვენ ეს სიტუაცია ერთად დგომით უნდა დავძლიოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.