გიორგი გახარია: „ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლი ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ - საქინფორმის შიში მთლიანად დადასტურდა
სამართალი
გიორგი გახარია: „ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლი ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ - საქინფორმის შიში მთლიანად დადასტურდა

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ თანატოლების მიერ ჩხუბის დროს ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნის თავად ფაქტი ორი მიზეზით თავიდანვე შიშს იწვევდა: საქინფორმი ვარაუდობდა, რომ არაპროფესიონალთა მუშაობა, როგორებიც არიან პარლამენტარები, სანახაობრივ ფარსად გადაიქცევა, ხოლო კომისიის დაკომპლექტება, ძირითადად, ოპოზიციური დეპუტატებით მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობიდან“, რომლებმაც თვითონაც ბევრი მძიმე დანაშაული და გაყალბება ჩაიდინეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ანგარიშსწორების იარაღი გახდება. საქინფორმის უცხოელ მკითხველებს შევახსენებთ, რომ კომისიის მუშაობას ტონს აძლევენ „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სახეები - სერგი კაპანაძე (თავმჯდომარე), გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი და სხვ.

საქინფორმის შიში გასულ კვირას დადასტურდა, როდესაც კომისიამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. კომისიის წევრების დემაგოგიურ, პიარზე გათვლილ შეკითხვებზე პასუხისას გახარიამ მათ ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა. ამავე დროს, საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გათვლა - კომისიის დაკომპლექტება მთავარი მოწინააღმდეგეებით ოპოზიციიდან - სრულად გამართლდა: ოპოზიციამ კომისიის მუშაობა ჩაშალა და მმართველი პარტიის კი არა, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს!

კომისიის სხდომაზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჩვენ არ მოვსულვართ აქ ოპოზიციურ პარტიასთან, მოვედით კომისიასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი. სასამართლოში გრძელდება ძირითადი ნაწილი გამოძიების, რომელიც ახლა მეორე ინსტანციაში, გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ საქმის ფარგლებში, ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

მეორე: რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ დღეს აქ და ამიტომ გავეცით ყველა კითხვას ჩვენ პასუხი, რომელიც იყო და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ კომისია საპარლამენტო-საგამოძიებო შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების პროცესში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ და ხაზგასმით აღვნიშნავ, ჯერ არ დასრულებულა, იყო თუ არა რაიმე სახის ხარვეზები. შესაბამისად, ამის დადგენა არის კომისიის ფუნქცია. ჩვენ დღეს კომისიას, ოფიციალურად მე პირადად, ვუთხარი, რომ თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო შედეგზე ამ საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის და ადეკვატურ ღონისძიებებს გავატარებთ. ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს დღეს, კომისიას არ აქვს დადგენილი, პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან. თუ კომისია, რომელიც უკვე მუშაობს ორ თვეზე მეტია, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენთვის მთავარი და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ველოდებით კომისიის დასკვნას და ის, რასაც დღეს კომისია ცდილობდა, ცოტათი უფრო მეტს მოველოდი მათგან“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.