სამართალი
გამოკითხულთა 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხალხს აქვს უფლება, ის თქვას და დაწეროს, რაც სურს, რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი იყოს ეს ზოგიერთი ჯგუფისთვის - NDI

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოს სასამართლოები ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა და ზოგ მათგანს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს კი არა.

ასევე, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხალხს აქვს უფლება, ის თქვას და დაწეროს, რაც სურს, რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი იყოს ეს ზოგიერთი ჯგუფისთვის, თუ ეს არ იქნება ძალადობისკენ მოწოდება.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება 36%, ნაწილობრივ არ ეთანხმება 19%, 18% კი საერთოდ არ ეთანხმება.

ასევე, კვლევის ფარგლებში დაისვა კითხვა: უნდა შეზღუდოს თუ არა მთვრობამ ისეთი აზრის გამოთქმა, რომელიც ზოგიერთი ჯგუფისთვის შეურაცხმყოფელია? მოსაზრებას სრულად იზიარებს 29%, ნაწილობრივ ეთანხმება 40%, ნაწილობრივ არ ეთანხმება 14%, საერთოდ არ ეთანხმება 9%. 7%-ის პასუხია - არ ვიცი, 1% კი პასუხზე უარს ამბობს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9%-ია. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.