საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.
NDI-ს კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაახლოებით 32% მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 20%, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს – 20%, „პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს – 11%, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს კი – 18%.
ამასთან, მცირედით განსხვავებული სურათი იქმნება მე-2 ტურში გიორგი მარგველაშვილისა და „ქართული ოცნების” კანდიდატის დაპირისპირების შემთხვევაში. კვლევის მიხედვით, ასეთი არჩევანის პირობებში მოსახლეობის 26% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 21% კი - მარგველაშვილს.
გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობის აზრით, ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დააყენოს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია. NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.