აქტუალური
NDI: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 81% უჭერს, ნატოში გაწევრიანებას კი - 75%

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. რესპონდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

12%
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს, 6%-მა კი კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, განაცხადა, რომ არ იცის.

ნატოში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 75% უჭერს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

NDI- კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.