საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 43% აცხადებს, რომ - არა.
ამასთან, NDI-ის შეკითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - გამოკითხულთა 30% პასუხობს, რომ არ იცის, 20% კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“.
იმავე კითხვაზე გამოკითხულთა 15% პასუხობს, რომ არცერთ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი რესპონდენტთა 11% დაუჭერდა მხარს.
კითხვაზე უარით უპასუხა გამოკითხულთა 10%-მა, 4% „ევროპულ საქართველოს“ აირჩევდა, 3% - ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს - 7%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია. NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.