საზოგადოება
საქსტატი: 2017 წელს საქართველოში 24 900 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4 700-ით ნაკლებია

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში გასულ წელს 24 900 აბორტი დარეგისტრირდა, რაც 2016 წელთან შედარებით, 4 700-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლებიც აბორტის სტატისტიკასაც მოიცავს.

საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული აბორტებიდან შარშან ერთი 15 წლამდე გოგონამ გაიკეთა. 2016 წელს კი 15 წლამდე გოგონებს შორის 19 აბორტი გაკეთდა.

ამასთან, 2017 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 24 145 აბორტი - 22-დან 44 წლამდე ასაკის ქალებს შორის დაფიქსირდა.