აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი რაც მალე გასცემს პასუხს დაგროვილ კითხვებს, მისთვის უკეთესი იქნება! - გია ვოლსკი

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ ბევრი შეკითხვა დაგროვდა.

მისივე თქმით, რაც მალე გასცემს მარგველაშვილი პასუხს ამ შეკითხვებს, მისთვის უკეთესი იქნება.

რატომ იკავებს თავს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელებისგან? ან რატომ არ გვეუბნება თავის გადაწყვეტილებას? რატომ არ ასაჯაროებს საპრეზიდენტო ხარჯებს, რატომ არქმევს სააკაშვილის მიერ 9 მლნ ლარის გაფლანგვას პიჯაკებში გადახდილ თანხას? ბევრი კითხვა დაგროვდა, რაც მალე გასცემს პასუხს, მისთვის უკეთესი იქნება. ეს საკითხებია, რომელიც მის ირგვლივ არის აქტუალური. სხვა აქტუალური თემები მის ირგვლივ არ არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.