ტრამპი აცხადებს, რომ თუ კონგრესი მექსიკასთან კედლის მშენებლობას არ დააფინანსებს, მთავრობის მუშაობას შეაჩერებს
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ თუ კონგრესი მექსიკასთან კედლის მშენებლობას არ დააფინანსებს, მთავრობის მუშაობას შეაჩერებს

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი მთავრობის მუშაობის შეჩერებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი მექსიკის საზღვართან მიმდინარე კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარს იტყვის.

„მე შევაჩერებ მთავრობის მუშაობას, თუ დემოკრატები საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც კედელსაც მოიცავს, კენჭისყრაზე ხმას არ მოგვცემენ”,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპის თქმით, ამერიკას ღირსეული ადამიანი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა სექტემბერში იწურება. თუ პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ფედერალური მთავრობები ფინანსების არარსებობის გამო, მუშაობას შეწყვეტენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპმა კონგრესს ბიუჯეტთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა. წლის დასაწყისში პრეზიდენტი „მეოცნებეთა” სახელით ცნობილ საიმიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოითხოვდა მხარდაჭერას. თუმცა, მოგვიანებით კანონპროექტს ხელი მოაწერა.

1tv.ge