საზოგადოება
მეუფე გრიგოლმა მსჯავრდებული გიორგი მამალაძისგან ისეთი რამ შეიტყო, რის თქმასაც მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე აპირებს

       საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე გრიგოლმა დეკანოზ გიორგი მამალაძისგან ისეთი რამ შეიტყო, რის თქმასაც მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე აპირებს.

"მეუფეებთან ერთად საპატიმროში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ვიცი, მეუფე გრიგოლმა ბრძანა ასეთი რამ: ერთერთ კითხვაზე მამა გიორგისგან ისეთი რამ გავიგე, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდზე ვიტყვიო. ეს მეუფემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა“, – აღნიშნა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მისივე თქმით, მეუფე გრიგოლს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიტყო მამა გიორგისგან.

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მოინახულეს. ისინი მსჯავრდებულ დეკანოზს ოთხი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

სასულიერო პირებთან შეხვედრის სურვილი თავად დეკანოზმა მამალაძემ გამოთქვა.