ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ რკინიგზის თემა ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ
აქტუალური
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ რკინიგზის თემა ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც მას ხელეწიფება, რათა სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედების საკითხზე წინსვლა იყოს. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც სომხეთის მთავრობის მეთაური ამბობს, სომხეთი მზად არის, აღნიშნული თემა როგორც ქართულ, ისე რუსულ მხარესთან განიხილოს, რადგან ეს სომხეთის ინტერესებშია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება სომხეთი-რუსეთის რკინიგზის ამუშავება, ფაშინიანი პასუხობს, რომ ამის მიზეზი გეოპოლიტიკური სიტუაციაა.

ახლა მიმდინარეობს პროცესი, როდესაც სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით შუამავალი შვეიცარიული კომპანია იქნება, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული აფხაზეთის რკინიგზასთან, ეს დაკავშირებულია საავტომობილო გზებთან. იმედი მაქვს, რომ გვექნება ზემო ლარსის ალტერნატიული გზა. ვფიქრობ, ამ საკითხს ეტაპობრივად უნდა მივუდგეთ. თუ ჩვენ პატარა ნაბიჯებით მაინც შევძლებთ წინსვლას, ეს ძალიან პოზიტიური იქნება. ყველაფრის ერთად გადაწყვეტას არ უნდა მოვინდომოთ, არამედ პატარა ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ. რკინიგზის საკითხი ასევე საინტერესოა ჩვენთვის და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ეს თემა ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ. ეს სომხეთის ინტერესებშია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა ამ საკითხზე წინსვლა გვქონდეს, – ამბობს ფაშინიანი.