საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ნატოში გაწევრიანებისკენ არ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ჩვენ და საქართველოს ამ მიმართულებით განსხვავებული საგარეო პოლიტიკა გვაქვს...

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. „არა, რა თქმა უნდა, არა!“, - განაცხადა ფაშინიანმა „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორთან ალექსეი ვენედიქტოვთან ინტერვიუში. „იმიტომ რომ ჩვენ ახლა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები ვართ, და ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია - სომხეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში უფრო და უფრო ეფექტიანი გახდეს. ჩვენ გვაქვს რაღაც შეკითხვები ჩვენს პარტნიორებთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, და ახლა ჩვენი მიზანია, ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანი გავხადოთ...“, - დასძინა სომხეთის პრემიერმა.

12 ივლისს ბრიუსელში ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში ჩართული ნატოს არაწევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა და მთავრობის ხელმძღვანელთა შეხვედრაში. „მე მონაწილეობა მივიღე არა ნატოს სამიტში, არამედ იმ ქვეყნების შეკრებაში, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ. ჩვენ უკვე არა ერთი წელია, ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ეს ასე გაგრძელდება და ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის რეგიონული თანამშრომლობა, ამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოსთანაც, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ და საქართველოს ამ მიმართულებით განსხვავებული საგარეო პოლიტიკა გვაქვს და აუცილებელია სიტუაციის დაბალანსება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.