აქტუალური
რუსეთის აგენტი რომ ვიყო, მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ, ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხსენება აგეკრძალებოდათ! - გრიგოლ ვაშაძე

     საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. სააკაშვილის 10-პარტიული გაერთიანების ძალა ერთობაშიაპრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ქუთაისიდან პირდაპირი ჩართვისას სცადა, ქართველი საზოგადოების წინაშე რუსეთის მოქალაქეობის და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო თავი გაემართლებინა. მაგრამ თუ მის განცხადებას ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით განვიხილავთ, თავისი აბდაუბდა არგუმენტებით მან კიდევ უფრო გაამყარა მის მიმართ არსებული ეჭვები.

„2009 წლის დასაწყისში (ანუ უკვე საქართველოს საგარეო მინისტრად მუშაობისას და 08.08.08. ომის შემდეგ - საქინფორმი) მე ეს დოკუმენტები (რფ-ის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ - საქინფორმი) გავაგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მივადე ზედ ჩემი საზღვარგარეთული პასპორტი - შიდა პასპორტი უკვე აღარ მქონდა - დავწერე, რომ უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ კატეგორიულად მეზიზღება ის კურსი, რომელსაც კრემლი ატარებს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციას დასჭირდა ზუსტად 11 თვე იმისათვის, რომ ჩემთვის პასუხი გაეცა

რუსეთის აგენტი რომ ვიყო, ბატონებო და ქალბატონებო - მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ?! - ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ დღემდე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი კი არა, ამ რეგიონების ხსენება აგეკრძალებოდათ!, - აღშფოთდა ვაშაძე.