პოლიტიკა
სააკაშვილის 10-პარტიულმა ალიანსმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები თავისი კანდიდატის პრეზენტაციის დღესვე წააგო! - საქინფორმი

     როგორც საქინფორმი ვარაუდობდა, ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების ძალა ერთობაშია კანდიდატი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში (რომელიც მიმდინარე 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება) სააკაშვილის ექსმმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილის რეჟიმის დროს გრიგოლ ვაშაძე იქნება. ერთიანი კანდიდატის პრეზენტაცია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე გაიმართა, რამაც შეკრებილები საქართველოს მოქალაქეთა მკვეთრად უარყოფითი რეაქციისგან ვერ იხსნა.

დამტვრეული ქართულით მოლაპარაკე გრიგოლ ვაშაძეს, რომლის ანტირუსული გამოსვლა პოლიტიკოსისა და დიპლომატისათვის შეუფერებელ იაფფასიან კრიტიკასაც შეიცავდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, სოცქსელების ათასობით ქართველმა მომხმარებელმა უხეში ფორმით შეახსენა მისი ბიოგრაფიის ყველა უსიამოვნო ფაქტი: მინისტრის პოსტიც დიქტატორ სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომელიც ისტორიაში შევიდა პოლიტიკური ოპონენტების, დასარეკეტებელი ბიზნესმენების და უბრალოდ ქვეყნის უდანაშაულო მოქალაქეების უპრეცედენტო წამებით; რუსეთის მოქალაქეობაც 2010 წლის ჩათვლით - მისი და მისი მეუღლის, მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის, რომელიც სააკაშვილის უმცროსი ვაჟის ნიკოლოზის ნათლიაა; მისი სწავლა, მუშაობა და ცხოვრება მოსკოვში, საკუთარ ბინაში (საბჭოთა კადრის დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძემ 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო სამსახური, სადაც 1988 წლამდე იმუშავა - ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციათა განყოფილებაში, ხოლო შემდეგ - კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში ვაშაძე სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი გახლდათ).

ღონისძიებას უძღვებოდა სკანდალური პიროვნება, რომელიც საქართველოში კიდევ უფრო მეტ ზიზღსა და აგრესიას იწვევს, ვიდრე ვაშაძე - „პუბლიცისტი“ თაკო ჩარკვიანი, რომელსაც ერთი პუბლიკაციაც არ დაუწერია - განსვენებული პოეტის, ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი, საქართველოს კომპარტიის გამოჩენილი ფავორიტის, რომელმაც საბჭოთა დროს ლენინზე ლექსებით მოიხვეჭა სახელი, აგრეთვე, ცნობილი იყო მეგობრობით პრეზიდენტ შევარდნაძესთან და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დევნით, რომელმაც „ჯანსუკი“ შეარქვა („სუკ“ - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი). საგულისხმოა, რომ ჩარკვიანების ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ყოველთვიურად იღებდა მსხვილ ფულად დახმარებას მილიარდერის, შემდგომში ექსპრემიერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც, ამას გარდა, ჩარკვიანების ოჯახის წევრთა მკურნალობას და დიდ საკონცერტო დარბაზში მათ შემოქმედებით საღამოებს აფინანსებდა, ჯანსუღის სახელობითი „ვარსკვლავის“ გახსნასთან ერთად.

კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ: მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და დედა - სანდრა რულოვსი და გიული ალასანია, გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი, აგრეთვე, ახალ პოლიტიკურ ალიანსში შესული ცნობილი საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომლის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მისი ფონდი „იავნანადან“ საქართველოს ყველა მოქალაქის მიერ უსახლკარო ობლების დასახმარებლად შეგროვებული მსხვილი თანხების მითვისების ფაქტებზე.

ახალი გაერთიანება ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაგან ყველაზე დიდი - ექსმმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სააკაშვილმა შექმნა და ხელმძღვანელობს, ხოლო დანარჩენები, რომლებსაც, პრაქტიკულად, ელექტორატი არ ჰყავთ (ე.წ. სამწევრიანი პარტიები“) სააკაშვილისა და იმ ბიზნესმენების დოტაციაზე იმყოფებიან, რომლებიც „ყოველი შემთხვევისთვის“ მის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებენ.

სცენაზე რიგრიგობით ადიოდნენ:
1. „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე;
2. „
ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე;
3. „
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა;
4. „
სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე;
5. „
ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია;
6. „
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია;
7. „
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი;
8. „
ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე;
9. „
საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე;
10. „
საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია, 100-პროცენტიანი დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ სააკაშვილის 10-პარტიულმა ალიანსმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები თავისი კანდიდატის პრეზენტაციის დღესვე წააგო. მმართველი „ქართული ოცნების“ მრავალრიცხოვანი შეცდომების მიუხედავად, ქართველი ხალხი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ბნელ წარსულში დაბრუნებას მტკიცე „არა!“-ს ეუბნება.

საქინფორმის
რედაქცია
2018 წლის 19 ივლისი
საქართველო, თბილისი