პოლიტიკა
ტრამპი: აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამინდელზე უარესი არასდროს ყოფილა, თუმცა ოთხი საათის წინ ეს შეიცვალა!

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა ორშაბათს ჰელსინკიში გაიმართა.

მთლიანობაში რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები, პრეზიდენტების პირადი შეხვედრის ჩათვლით, თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. პუტინმა და ტრამპმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს.

ჩვენი სრულმასშტაბიან შეხვედრით მთლიანობაში კმაყოფილები ვართ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩვენ მოკლე კონტაქტები გვქონდა საერთაშორისო ფორუმებზე. პრეზიდენტ ტრამპთან კარგად ვისაუბრეთ. იმედი მაქვს, უკვე უკეთესად გვესმის ერთმანეთის, და ამისათვის დონალდის მადლობელი ვარ“, — განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში სირთულეებსა და დაძაბულ ატმოსფეროს ობიექტური მიზეზები არ გააჩნია. რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ცივი ომი დიდი ხანია დასრულდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან თანამშრომლობა და მეგობრობა სურს, თავის მხრივ, განაცხადა ტრამპმა.

ჩვენი მოლოდინები რეალისტურია, თუმცა მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის იმედი გვაქვს“, — აღნიშნა პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსული მხარეც იზიარებს ამ მისწრაფებას.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ურთიერთობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე დაპირისპირება. ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამინდელზე უარესი არასდროს ყოფილა. თუმცა ოთხი საათის წინ ეს შეიცვალა“, — დააზუსტა ტრამპმა.

კონსტრუქიული დიალოგი აშშ-სა და რუსეთს შორის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის“, — განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის მშვიდობის ინტერესებში პოლიტიკურ რისკზე წავიდეს და პოლიტიკის გამო მშვიდობას რისკის ქვეშ არ დააყენებს“.

ეს კარგი დასაწყისია. ეს ყველასათვის კარგი დასაწყისია“, — დაასკვნა ტრამპმა.