სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი იძულების და გამოძალვის ფაქტები გახსნა

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული .. და 1985 წელს დაბადებული .. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი .. და მისი თანამშრომელი .. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე .. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე .- კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ძებნილი, 1986 წელს დაბადებული .. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულმა თანამზრახველ .-სთან ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800 თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.