პოლიტიკა
101 - მომხრე, 12 - წინააღმდეგი: საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. როგორც მოსალოდნელი იყო, 14 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით:

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.