უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - დადგა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიოს მტკივნეულ წერტილებზე

     საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დადგა დრო, დონალდ ტრამპთან მსოფლიოში არსებული მრავალი მტკივნეული წერტილი განიხილოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკიში, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. წინა თვეებში ვისაუბრეთ ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge