სამართალი
გიორგი გახარია: ჩნდება ახალი პერსონაჟი - მართლწესრიგის ოფიცერი

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მოუსმინეს.

შესავალ ნაწილში გიორგი გახარიამ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ილაპარაკა, რომლებიც კრიმინალურ პოლიციასა და საგამოძიებო მიმართულების გაუმჯობესებას შეეხებოდა.

მოგეხსენებათ, რომ რეფორმებს რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ ნამდვილად საჭირო და აუცილებელი პროცესი და რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, ეს გახლავთ: – პირველ რიგში, კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და საზღვრის დაცვა.

მოგეხსენებათ, ამ რეფორმების ძირითად არსი მდგომარეობს სპეციალიზაციის გაჩენაში, საუბნო მიმართულებით, საგამოძიებო მიმართულებით და ოპერატიული სამუშაოს მიმართულებით. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რომ საუბნო მიმათულებით ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალი ინსტიტუტი კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც ერქმევა მართლწესრიგის ოფიცერი. განსაზღვრულია უკვე მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ამ მოვალეობების აღწერა და თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ და გამოვაცხადეთ კონკურსი ამ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების შერჩევის.

რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს 1700-ზე მეტი განაცხადი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, იმედი გამოთქვათ, რომ ეს ახალი ინსტიტუტი იქნება სრულად აღწერილი და წარმოდგენილი იმ შესაბამისი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.