პოლიტიკა
საქართველოს ახალ მთავრობაში 3 ახალი მინისტრი იქნება, 3 მინისტრი კი აღარ იქნება სამინისტროების 13-დან (პლუს ერთი სახელმწიფო მინისტრი) 10-მდე (პლუს ერთი სახელმწიფო მინისტრი) შემცირების შედეგად

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 3 ახალი და 7 ძველი მინისტრი იქნება. აგრეთვე, ახალ მთავრობაში აღარ იქნება 3 ძველი მინისტრი სამინისტროების 13-დან (პლუს ერთი სახელმწიფო მინისტრი) 10-მდე (პლუს ერთი სახელმწიფო მინისტრი) შემცირების შედეგად.

ახალი მინისტრები:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია;

ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი;

თანამდებობა შეინარჩუნეს:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრილევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა კვირის ბოლომდე გაიმერთება. „მცირე მთავრობის“ კონცეფცია მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციაზე და ხარჯების შემცირებაზე.