უცხოეთი
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, ბალტიის ქვეყნებში წვრთნები შეწყვიტოს, თუ ამას ვლადიმერ პუტინი სთხოვს

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წვრთნები შეწყვიტოს, თუ ამას შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სთხოვს.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ბალტიის რეგიონში წვრთნების შესაძლო შეწყვეტას ეხებოდა, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა, ჩვენ ამაზე ვისაუბროთ“.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს არის დაგეგმილი.

1tv.ge