საზოგადოება
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დეკლარაციამ, ბრიუსელში დამთავრებული სამიტის დეკლარაციის კვალდაკვალ, დაადასტურა, რომ „ასპირანტი - საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, მაგრამ მხოლოდ MAP-ის მეშვეობით - საქინფორმი

     საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ნატოს ლიდერებმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ბოლოს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მაგრამ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროესის განუყოფელი ნაწილია წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). ეს, პრაქტიკულად, წერტილს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ ინსინუაციებს, რომ „რამდენადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდი ხანია, ნატოს ყველა სტანდარტს პასუხობს, მას MAP აღარ სჭირდება“.

საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სწრაფვა ნატოს წევრობისკენ არის ამ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რასაც მხარს უჭერს ქართველი საზოგადოება და ახლა ეს უკვე გაწერილია ახ კონსტიტუციაში. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, კვლავ ძალაში რჩება, მისი ყველა ელემენტითურთ. ისინი მიესალმნენ საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში უკვე არის ყველა ის პრაქტიკული საშუალება, რათა საქართველო მოემზადოს ნატოს წევრობისთვის, კერძოდ, ესაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”, – ნათქვამია დეკლარაციის მეექვსე მუხლში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ მიესალმებიან საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს, რომელიც, მათი თქმით, უნდა გაგრძელდეს.

ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს, ნატოს ასპირანტ სახელმწიფოს, ალიანსის წევრობისთვის მზადებაში პროგრესს მიაღწიოს, ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და აახლოებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნატოს სტანდარტებთან, – წერია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციის მე-6 მუხლში.