იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, დონალდ ტრამპი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ პირდაპირი იყოს, მაგრამ ორგანიზაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საერთო მოსაზრებები გვაქვს
უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - შესაძლოა, დონალდ ტრამპი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ პირდაპირი იყოს, მაგრამ ორგანიზაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საერთო მოსაზრებები გვაქვს

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ჩემი ამოცანაა, რომ ნატო-ს ერთიანობა შევინარჩუნო და გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ ალიანსი იყოს ერთიან პოზიციაზე ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი გერმანიასთან მიმართებით აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„შესაძლოა, ტრამპი ზოგ შემთხვევაში საკმაოდ პირდაპირი იყოს და საუბრისას მიუთითებდეს ალიანსის კონკრეტულ წევრზე, მაგრამ ორგანიზაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე ჩვენ საერთო მოსაზრებები გვაქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტზე გამართულ კონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე გერმანია რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მძევალია.

1tv.ge