პოლიტიკა
კიდევ როგორღა ავუხსნა ამ სულელ ადამიანებს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა კარგია და არა - ცუდი?! - ტრამპი

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. „მალე პუტინს ვხვდები. და ჩვენ ყველაფერს მშვენივრად გავაკეთებთ... ეს სულელი ადამიანები, კიდევ როგორღა ავუხსნა, რომ რუსეთთან, ჩინეთთან, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა კარგი რამ არის და არა - ცუდი?!“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ.

პუტინი და ტრამპი ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდებიან. ეს მათი პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა იქნება სამიტებთან მიბმის გარეშე. ერთი წლის წინ პუტინი და ტრამპი პირველად შეხვდნენ ჰამბურგში G20-ის მიმდინარეობისას, შემდეგ ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდათ ვიეტნამში 2017 წლის ნოემბერში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე.