პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: რუსეთი მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს, რომ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოს

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაცია მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ადრე ამ მიზნით გაერო-ს რეზოლუციაზე კეთდებოდა აქცენტი, ახლა კი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ აპელირებენ.

საუბრები ფორმატების ჩაშლაზე ახალი არ არის. რუსეთის ფედერაცია მუდმივად იყენებს სხვადასხვა საკითხს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს ფორმატზე და ფორმატის ცვლილებაზე. ადრე საუბრობდნენ რეზოლუციაზე, რომელიც მუდმივად გვაქვს გაერო-ში და ახლა საბაბადტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასიყენებენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ფორმატის გაგრძელებასა და მოცემული ფორმით შენარჩუნებაზე სრული გაგება აქვს.

ეს სია გამიზნულია უკანონო ქმედებების პრევენციისთვის, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი მკვლელობის ფაქტების სამომავლო აღკვეთისთვის. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა და აუცილებლად გავაგრძელებთ ჟენევის ფორმატში აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორებთან, რომ ვალდებულებები, რასაც ჟენევის დისკუსიები ეფუძნება, შესრულდეს, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მიერ აღებული ვალდებულება და ამ ვალდებულების იმპლემენტაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე დევნილთა დაბრუნების თემაზე გაერო-ში მიღებული რეზოლუციისა დაოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისსაკითხები დააყენა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინიციატივები სოხუმთან და ცხინვალთან თბილისის ურთიერთობებს ამწვავებს.