აქტუალური
კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. კობა დავითაშვილი გამოძიების დაწყებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ითხოვს.

ლაპარაკია 2006 წელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ფარულად მომზადებულ ჩანაწერზე, რომელშიც, როგორც დავითაშვილი ამბობს, საიდუმლო თანამშრომელი მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ საპარლამენტო სიაში შეყვანას ჰპირდებოდა.

დავითაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ჩანაწერი ვანო მერაბიშვილთან ერთად მისი დაკვეთით მომზადდა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, დეპუტატის ფარული მიყურადება აკრძალულია.

კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი სრულყოფილად არ გამოიძიეს, ასევე აცხადებს, რომ მას სამჯერ დაესხნენ თავს და ერთხელ ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას, რაც ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.

მოვითხოვე, მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყოს მათი მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც პრაქტიკულად მან აღიარარუსთავი 2“-ის ეთერში. სააკაშვილმა გაანდო საზოგადოებას, რომ ფარული ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც კანონით დეპუტატის მიმართ აკრძალული იყო, განხორციელდა მერაბიშვილის მიერ სააკაშვილთან შეთანხმებით. მან სააკაშვილს ახარა, რომ დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად აქცევდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა გვარამიას. მან მრავალი წლის დაგვიანებით გაიხსენა, რომ ოდესღაც პროკურორის მოადგილე იყო და ეთერში დაჰკითხა მიხეილ სააკაშვილი. ჩემს მიმართ იმდენი უბედურება მოხდა, ერთმანეთში ერევა ყველას. სამი თავდასხმა, ერთი მკვლელობის მცდელობა. ამაზე არ აღძრულა საქმე. მაშინ ეს ყველაფერი გაფორმდა, როგორც სუფრის წევრის პირადი მასალა, რომელმაც მიაწოდა მედიას ჩანაწერი. ეს ადამიანი ავარიაში გარდაიცვალა. მე ამ გარემოებების გამოძიებასაც მოვითხოვ. ვფიქრობ, მოწმე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიშორა. ვითხოვ გამოძიებას იმ საქმეზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაშინ მოქმედიოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებკანონის მიხედვით არ შეიძლებოდა ჩანაწერის მომზადება. მათ კონფიდენტის მეშვეობით გაავრცელესრუსთავი 2“-ის ეთერში ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მიზნით. ეს უკანონო მიყურადება იყო“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.