პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ და „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების“ მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებითად სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების გართულებას იწვევს“

     საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან - შეტყობინება მედიისთვის

„2 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მიიღო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი.

რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ და „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების“ მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებითად სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების გართულებას იწვევს. კარასინმა ამის მაგალითებად მოიყვანა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და გაეროს მიერ ივნისში მიღებული რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს განზრახვა, მიაღწიონ პროგრესს ჟენევის ფორმატით მუშაობის პროცესში“.