პოლიტიკა
მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი! - სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს

     საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა. სააკაშვილის თქმით, მას ქვეყანაში დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს.

მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი, იმიტომ, რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა. თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, თუ ელემენტარული რაღაც მაინც აქვს გატოკებული, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. მათ მომისაჯეს სასჯელები, მათ ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.
სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები გაიყუჩნენ. სად არის ეს ხალხი, რატომ არ იღებს ხმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს არ უშვებენ საქართველოში. რატომ არ იღებენ იმაზე ხმას, რომ არ მაძლევენ უფლებას არჩევნებში მონაწილეობის. რატომ არ იღებენ ხმას იმ დარღვევებზე, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევისას იყო გაკეთებული. ეს არის სამართალი? ეს არის ობიექტურობა?
ჩემს და ქართველ ხალხს შორის ვერ იქნება ვერც ივანიშვილის ფილტრი, ვერც წულუკიანის ფილტრი, ვერც არასამთავრობოების ფილტრი. გაიწიონ ყველა. არაფერი არ მაქვს ცარიელი ხელების და ჩემი რეპუტაციის გარდა. შემომიშვით საქართველოში და განახებთ, ვისი ეშინიათ და ვისით დააშინებენ ხალხს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.