პოლიტიკა
სირიის ოპოზიციამ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. სირიის ოპოზიციური ძალების უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ სირიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამასთან, მან მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალებისუმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტისგენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა დაწითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისაღიარებას”, – განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა მიიჩნევს, რომ სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

გიორგი ჯანჯღავა სირიის „უმაღლესი მოლაპარაკებების კომიტეტის“ პრეზიდენტსა და სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა და ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარების“ საკითხი განიხილა.

სირიის ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობისაღიარებისფონზე. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი მონაწილეა“, – განუცხადა გიორგი ჯანჯღავამ „პირველ არხს“.

მისივე თქმით, ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაცრი რეაგირება მოჰყვა, რაც, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში გამოიხატება.

ოპოზიციის ეს განცხადება არის ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სირიის ოპოზიციასთან“, – განაცხადა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ.