უცხოეთი
ჟან-კლოდ იუნკერი ვაშინგტონში ჩავა და აშშ-ისა და ევროკავშირს შორის სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

     საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ივლისის ბოლომდე ვაშინგტონში ჩავა, სადაც აშშ-ისა და ევროკავშირს შორის სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ იუნკერმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ცალმხრივი სავაჭრო ზომები შეცდომაა და წაგებული ვიქნებით ყველა, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს სავაჭრო დავების მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დარეგულირებას.

შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირს ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დაუწესა, რასაც ევროკავშირის მხრიდან ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო ზომები მოჰყვა.

1tv.ge