უცხოეთი
მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მოსკოვის დაბრუნება საერთაშორისო საზოგადოებაში გარდაუვალია

     საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მოსკოვის დაბრუნება საერთაშორისო საზოგადოებაში გარდაუვალია და კომპრომისები დაეხმარება რუსეთს, „დიდ რვიანში“ დაბრუნდეს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების გარეშე.

როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სენატის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამავე დროს, პომპეოს არ დაუკონკრეტებია, რა სახის კომპრომისებზეა საუბარი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა, კერძოდ ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, რის გამოც ის „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს.

„პრეზიდენტი ღრმად დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჩართვა ამ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულ საუბრებში გარდაუვალია. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაცილებით მკაცრია, ვიდრე მისი მრავალი წინამორბედის პოლიტიკა, თუმცა ამავე დროს, ტრამპის დარწმუნებულია, რომ რუსეთთან კავშირების გაუმჯობესება აუცილებელია.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს, ჰელსინკიში უნდა გაიმართოს.

1tv.ge