აქტუალური
საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ

     საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ.

ამ ეტაპზე არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა. გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში სიტუაციის, მოვლენების განვითარების არცერთ შემთხვევას, არცერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, ახალგამოყოფილი საქმის ფარგლებში რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ განაცხადა: ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა, როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა“.