პოლიტიკა
პრემიერი ბახტაძე: მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდა, სახელმწიფო მდივნები არ იქნებიან

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება იმ ვადებში, როგორც განსაზღვრულია.

საქართველოს პარლამენტში ვიხილავთ ახალ სამთავრობო გუნდს და იქ იქნება გვარები წარმოდგენილი თავისი შესაბამისი პროგრამით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც მედიაში იყო, რეალობას არ შეესაბამება.

არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართულებით არ ვაპირებთ. იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი შესაბამისი დარგების განვითარებაზე”, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა.

გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორც ახალ სტრუქტურაზე, ასევე განვითარების პროგრამაზე, მათ შორის იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იქნებიან. კონსულტაციები ფაქტობრივად დასრულებულია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.