უცხოეთი
დონალდ ტრამპი - არალეგალი მიგრანტები დაუყოვნებლივ, სამართალწარმოების გარეშე უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოდიან

     საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპს არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება სამართალწარმოების გარეშე სურს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში შემოიჭრან. ისინი დაუყოვნებლივ, სამართალწარმოების გარეშე უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოდიან. ჩვენი სისტემა – ეს არის კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის, კანონისა და წესრიგის დაცინვა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი ბავშვი მშობლების გარეშე ჩადის.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება არალეგალი მიგრანტების ოჯახების განცალკევებასთან დაკავშირებით არსებულ მღელვარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა „ნულოვან ტოლერანტობას“ ქვეყანაში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნული პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 10-მა წევრმა, ერთმა სენატორმა და მათთან ერთად შოუბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა 24-დღიანი შიმშილობა გამოაცხადეს. ოფიციალური ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს გაერო-ც.

1tv.ge