აქტუალური
არ მაქვს იმედი, რომ ჩემი შვილის შინაგან ორგანოებს გადმოგვცემენ - გიორგი ტატუნაშვილი

     საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. არ მაქვს იმედი, რომ ჩემი შვილის შინაგან ორგანოებს გადმოგვცემენ, - ამის შესახებ გიორგი ტატუნაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა, რომელიც ახალციხეში გაიმართა.

არჩილ ტატუნაშვილის მამის თქმით, რუსეთი თავი გამამტყუნებელ საბუთებს ქართულ მხარეს არ გადმოსცემს“.

კარასინისფეისბუქისგვერდზე ვნახე დადებული წერილი, რომ ოსებს უნდა დაელაპარაკოთო. ჩვენ ჩავერევით რამდენადაც ამის საშუალება გვექნებაო. ჩემი შვილის შინაგანი ორგანოები ამჟამად არის ვლადიკავკაზში. რუსები თავიანთ გამამტყუნებელ საბუთებს არ გადმოგვცემენ. აჩიკოს არც გული სტკიოდა, არც ღვიძლი აწუხებდა. როზიც არ აწუხებდა. თავის ტვინი და სხვა ორგანოები აკლია. არ მაქვს იმედი, რომ გადმოგვცემენ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ თავი გაიმართლონ. როგორც თავიდან თქვეს, რომ ჩემი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ოსების ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა აჩიკო. დაგორდა კიბეებზე. ხის სამსაფეხურიან კიბეებზე ორმეტრიანი კაცი ისე როგორ დაგორდა, რომ სხეულზე ასზე მეტი დაზიანება მიიღო. ეს არის სიცრუე. რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი. აბაშიძე-კარასინის ფორმატში განხილვაზეც, არ მაქვს იმედი, რომ ორგანოებს გადმოგვცემენ“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია. მისივე თქმით, ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა.

ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა. ტატუნაშვილის ოჯახი გარდაცვლილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს.