უცხოეთი
ბრიტანეთის ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩება, თუ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა აშშ-ის ლიდერის ლონდონში ვიზიტამდე გაიმართება

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ბრიტანეთის ხელისუფლება უკმაყოფილო დარჩება, თუ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ბრიუსელის ნატოს სამიტამდე ან შეერთებული შტატების ლიდერის ლონდონში ვიზიტამდე გაიმართება.

გამოცემა „ტაიმსის“ ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებამ შესაძლოა, ნატოს საერთო მიზნების მიმართ ტრამპის ერთგულებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტის დასრულებისთანავე კი დონალდ ტრამპი ლონდონში გაემგზავრება. ვიზიტის დროს ის დედოფალსაც შეხვდება.

rustavi2.ge