სამართალი
მიმაჩნია, რომ საქართველოს ეფექტიანი მმართველობისთვის 11-ზე მეტი სამინისტრო არ სჭირდება - მამუკა ბახტაძე

     საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ყველა პროცედურა, რომლებიც ჩვენ უნდა გავიაროთ, თანხვედრაშია საქართველოში დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეფექტიანი მმართველობისთვის დღეს 11-ზე მეტი სამინისტრო არ სჭირდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა, რომელიც წარმოვადგინე, გულისხმობს მცირე მთავრობის კონცეფციას. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ერთადერთი საშუალება, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტთან გვქონოდა კონსულტაციები, რომ მთავრობა ძველი სტრუქტურით დამტკიცებულიყო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნდობას გამოგვიცხადებთ, შემდეგ ჩვენი გუნდი შემოიტანდა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტში ერთად განვიხილავდით და რომელიც გულისხმობს სამინისტროების შემცირებასაც.

ნამდვილად მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს ეფექტური მმართველობისთვის 11-ზე მეტი სამინისტრო არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე პარლამენტში მოვდივარ პროგრამით და ეს გახლავთ პროგრამის განუყოფელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბახტაძემ.
1tv.ge