უცხოეთი
ევროკავშირი და გაერო აშშ-ის მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

     საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირი და გაერო აშშ-ის მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ სიახლე ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატიის მომხრესი და დამცველის სახელს ავნებს. მოგერინის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც. ანტონიო გუტიერეშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ სტრუქტურა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოს დატოვების გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე საათის წინ განაცხადა. ამის შესახებ გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დიპლომატი შტატებისა და საბჭოს შეუთანხმებლობას ასახელებს. გაერო-ს ელჩმა აღნიშნა, რომ საბჭოს რეფორმის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები მას კვლავ სიამოვნებით შეუერთდება.

1tv.ge