აქტუალური
„ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს გაეხსნა, მაგრამ მათი მთავრობებისგან მოტყუებული იქნა - მარია ზახაროვა

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ფინურ გამოცემა Hufvudstadsbladet-თან ინტერვიუში რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, სსრკ-ის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს გამალებული შეიარაღებისთვის ბოლოს მოღება და „ცივი ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება“ სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი დასავლეთს გაეხსნა, ის „მავთულხლართებით შემოღობეს“. „ჩვენ განწყობილი ვართ სავაჭრო და კულტურული კავშირების განვითარებისთვის. რუსეთს მიზნად არ აქვს დასავლეთთან კონფლიქტის დაწყება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

„რუსეთს ყველანაირად უარყოფენ, - ზახაროვას მაგალითად მოაქვს მედიაში პუბლიკაცია შვედეთში რუსეთის წყალქვეშა ნავების შესახებ, - რუსეთს არაერთხელ უთქვამს და უჩვენებია თავისი შეიარაღება მსოფლიო „დერჟავებისთვის“, რითაც მიანიშნებდა, რომ რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა საჭირო არ არის“.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანამ 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა და რუსეთს „სრული უფლება აქვს, თავისი იარაღის დემონსტრირება მოახდინოს“, რათა მსგავსის გამეორების სურვილი ყველას დაუკარგოს.