აქტუალური
Amnesty International: საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა უნდა იყოს

     საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. Amnesty International-ის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი საგამოძიებო და საპროკურორო სისტემების რეფორმა, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა უნდა იყოს. საქართველოს ახალმა მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების მოუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება.

განცხადების სრული ტექსტი (ინგლისურ ენაზე) თანდართულია და ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org/en/documents/eur56/8617/2018/en/