პოლიტიკა
ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს - გია ვოლსკი

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ქალაქის მერი თანამდებობის პირია, რომელსაც შესაბამისი თმენის ვალდებულება აქვს და ყველაფერს სამართლებრივად უნდა მიუდგეს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მარნეულის მერის თემურ აბაზოვის დაკავებას გამოეხმაურა.

ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაზე, მიტინგზე არასოდეს გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, დასკვნები გამოძიების შედეგების შესაბამისად უნდა გაკეთდეს.

თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და დასკვნები აქედან გამოვიტანოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქალაქ მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტია ქართული ოცნებიდანრამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე .- მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.