საზოგადოება
თეა წულუკიანი: არასამთავრობო ორგანიზაციები მთხოვენ, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოების მქონე ადამიანი რეესტრში ქალად გავატარო, ხოლო ქალის ორგანოების მქონე ადამიანი – მამაკაცად

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი.მართლაც არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია და რომელსაც, რატომ არ გაატარეო, ისინი მსაყვედურობენ. პირველი, რომელიც მე შემიძლია ამ გაუტარებელ რეფორმებს შორის დავასახელო, არის ის, რომ ისინი, მაგალითად, მსაყვედურობენ მე, იუსტიციის მინისტრს იმას, რომ ჩვენ არ ვაფიქსირებთ საბუთებში სქესს ისე, როგორც ისინი მოითხოვენ. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, თუ გატარდება, მაგრამ მე ეს რეფორმა, ვაღიარებ, რომ არ გამიტარებია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, არაერთხელ მაქვს ხოლმე საპროტესტო აქციები, მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად, – განაცხადა თეა წულუკიანმა", - ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რატომ მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მის გადადგომას.