ესპანეთის მეფის სიძეს სასამართლომ თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, პატიმრობა მიუსაჯა
უცხოეთი
ესპანეთის მეფის სიძეს სასამართლომ თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, პატიმრობა მიუსაჯა

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ესპანეთის მეფის, ფელიპეს სიძეს უზენაესმა სასამართლომ თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, ხუთი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს.

ამგვარად, უზენაესმა სასამართლომ შეამცირა წინა ინსტანციის სასჯელი, რომელიც ექვს წელსა და სამ თვეს წარმოადგენდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 წლიან პატიმრობას ითხოვდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ესპანეთის მეფის დის ქმრის, ინიაკი ურდანგარინის არაკომერციული ორგანიზაცია გამოიყენებოდა შუამავლად ხელისუფლების რეგიონულ ორგანოებთან ძვირადღირებული კონტრაქტების მოსაპოვებლად. ორგანიზაციამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ევრო მიიღო. აღნიშნულ საქმეში ბრალდებული იყო მეფე ფელიპეს და, კრისტინაც, თუმცა ის სასამართლომ გაამართლა და ჯარიმა დააკისრა.

1tv.ge